მოსკოვი ცდილობს გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს

მოსკოვი ცდილობს გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს შენიშვნები
მოსკოვი ცდილობს გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს შენიშვნები
ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა შეხვედრაზე თომას ჰამარბერგთან, რომელიც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უწყებას ხელმძღვანელობს: თომას ჰამარბერგი მოსკოვში ჩავიდა კავკასიაში მოგზაურობის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც მან მოინახულა ჩეჩნეთი, ინგუშეთი და დაღესტანი. რუსეთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებზე ის განიხილავს ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების საკითხებს, ასევე ქსენოფობიისა და რასიზმის პრობლემებს.