სომალელი მეკობრეების მიერ მიტაცებული ესპანეთის

სომალელი მეკობრეების მიერ მიტაცებული ესპანეთის ხომალდის მფლობელებმა დაიწყეს მოლაპარაკება
სომალელი მეკობრეების მიერ მიტაცებული ესპანეთის ხომალდის მფლობელებმა დაიწყეს მოლაპარაკება
26 მეთევზის გათავისუფლების შესახებ. იმაზე, თუ სად მიმდინარეობს მოლაპარაკება, არაფერს იტყობინებიან. ესპანეთის თევზსაჭერი ხომალდი, რომელზეც 26 ესპანელი და აფრიკელი მეთევზე იმყოფებოდა, ამ ხუთიოდე დღის წინ გაიტაცეს საერთაშორისო წყლებში. მიღებული ცნობების თანახმად, მეთევზეების გათავისუფლების სანაცვლოდ მეკობრეები მილიონნახევარ ამერიკულ დოლარს ითხოვენ.