შაბათს ერაყში 10 ადამიანი დაიღუპა

შაბათს ერაყში 10 ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა.
შაბათს ერაყში 10 ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა.
თიქრითში, ბაღდადიდან ჩრდილოეთით 180 კილომეტრზე, ამერიკის სამხედროებმა ხუთი მეამბოხე გაანადგურეს. ქალაქში აგრეთვე აღმოჩნდა ცხრაასი ასაფეთქებელი ჭურვი. ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ სამარაში, ამერიკელებმა ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ორი ადამიანი მოკლეს და შვიდი დააკავეს.