გაეროს მაღალჩინოსნები შვეიცარიაში მართავენ შეხვედრას

გაეროს მაღალჩინოსნები შვეიცარიაში მართავენ შეხვედრას,
გაეროს მაღალჩინოსნები შვეიცარიაში მართავენ შეხვედრას,
სადაც საკვები პროდუქტების გაძვირების გლობალურ კრიზისს განიხილავენ. ბერნში მიმდინარე შეხვედრა - რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა გახსნა - საკვები პროდუქტების გაიფების, და პროდუქტების დეფიციტთან ბრძოლის, გზების ძიებას ეძღვნება. გაეროს ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკვების ფასმა დაახლოებით 60 პროცენტით მოიმატა - რამაც აფრიკის, აზიის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში საპროტესტო ტალღა და მასობრივი მღელვარება გამოიწვია.