დღეს ალბანეთმა და ხორვატიამ ოფიციალურად

დღეს ალბანეთმა და ხორვატიამ ოფიციალურად დაიწყეს ნატოსთან მოლაპარაკებები
დღეს ალბანეთმა და ხორვატიამ ოფიციალურად დაიწყეს ნატოსთან მოლაპარაკებები
ტრანსატლანტიკური ალიანსის 27-ე და 28-ე წევრობის თაობაზე. ბალკანეთის ეს ორი ქვეყანა აპრილში ნატოს ბუქარესტის სამიტზე იქნა მიწვეული მოლაპარაკებების დასაწყებად. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ტირანა და ზაგრები მზად იქნებიან წევრობის ოქმის ხელმოწერისთვის. ამას მოჰყვება ამ დოკუმენტების რატიფიკაცია წევრობის მოსურნე ქვეყნის, ასევე ნატოს ამჟამინდელი წევრი 26 ქვეყნის მხრიდან. თუკი მოვლენები გეგმის მიხედვით განვითარდება, ალბანეთი და ხორვატია სრულუფლებიანი წევრების სტატუსით შეძლებენ მიიღონ მონაწილეობა ნატოს 2009 წლის აპრილის სამიტში.