რუსეთის ელჩს საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკოს

რუსეთის ელჩს საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკოს დღეს საქართველოს საგარეო უწყებაში
რუსეთის ელჩს საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკოს დღეს საქართველოს საგარეო უწყებაში
მორიგი საპროტესტო ნოტა გადაეცა. საქართველოს მხარე შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთში რუსეთის მხრიდან დამატებითი სამხედრო ძალების და მძიმე ტექნიკის შეყვანის გამო. როგორც კოვალენკომ საგარეო უწყებაში ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთს ამ ქმედებით არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ დაურღვევია და კონფლიქტის ზონაში მანდატით გათვალისწინებულზე მეტი სამშვიდობო არ შეუყვანია. მისი მტკიცებით, მოსკოვი ამგვარი ქმედებით თავისი ქვეყნის მოქალაქეებს იცავს.