ირანის პარლამენტმა ერთი წლით დაამტკიცა

ირანის პარლამენტმა ერთი წლით დაამტკიცა სპიკერად ალი ლარიჯანი.
ირანის პარლამენტმა ერთი წლით დაამტკიცა სპიკერად ალი ლარიჯანი.
ამ საკითხზე პირველი კენჭისყრა 28 მაისს გაიმართა. ირანის მედიის ცნობით, დღევანდელ კენჭისყრაში ლარიჯანის 290-ადგილიანი პარლამენტის 259 დეპუტატიდან 237-მა დაუჭირა მხარი. ლარიჯანი პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადთან აზრთა სხვადასხვაობის გამო გასულ წელს გადადგა ბირთვულ საკითხებში ირანის მთავარი შუამავლის პოსტიდან. იგი აჰმადინეჟადის პოტენციურ მეტოქედ მიიჩნევა მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.