ევროკავშირი დიდ იმედებს ამყარებს საქართველოსა

ევროკავშირი დიდ იმედებს ამყარებს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე,
ევროკავშირი დიდ იმედებს ამყარებს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე,
რომელიც 6 ივნისს პეტერბურგში უნდა გაიმართოს. ამ შინაარსის განცხადება დღეს, რუს დეპუტატებთან შეხვედრაზე გააკეთა ევროკომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა. ევროკომისრის აზრით, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების, დმიტრი მედვედევისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრამ შესაძლოა, საფუძველი ჩაუყაროს მოსკოვსა და თბილისს შორის ახალი დიალოგის დაწყებას. ფერერო-ვალდნერმა შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთში რუსული სარკინიგზო ჯარების სამხედროების შეყვანასთან დაკავშირებით და განმეორებით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.