თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა
თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა
ქვეყნის პარლამენტის მიერ თებერვალში დამტკიცებული ცვლილება, რომელიც სტუდენტებს უნივერსიტეტებში მუსულმანური თავსაფრით მისვლის უფლებას აძლევდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს რეფორმა ქვეყნის სეკულარულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ცვლილებას მხარს უჭერდა პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოანის მთავრობა, რომელიც აცხადებდა, რომ თავსაფრების აკრძალვა ღრმადმორწმუნე სტუდენტ ქალებს განათლების მიღებაში უშლიდა ხელს.