ბადრი პატარკაციშვილების ოჯახი უარყოფს რაიმე

ბადრი პატარკაციშვილების ოჯახი უარყოფს რაიმე სახის საერთო ინტერესების არსებობას
ბადრი პატარკაციშვილების ოჯახი უარყოფს რაიმე სახის საერთო ინტერესების არსებობას
ბრიტანეთში მცხოვრებ რუს ბიზნესმენთან ბორის ბერეზოვსკისთან. დღეს გავრცელებულ განცხადებაში პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მის ოჯახს ბორის ბერეზოვსკისთან გაწყვეტილი აქვს ყოველგვარი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ბიზნესკავშირები. განცხადების თანახმად, ბოლო ხანს მედიაში გავრცელებული ცნობები, თითქოს ბადრი პატარკაციშვილის ქვრივსა და ბორის ბერეზოვსკის გარკვეული ერთობლივი ინტერესები ჰქონდეთ, სინამდვილეს არ შეესაბამება.