სერგეი ბაღაფში რუს მშვიდობისდამცველებს აფხაზეთში

სერგეი ბაღაფში რუს მშვიდობისდამცველებს აფხაზეთში ზღვის, ხმელეთის და საჰაერო სივრცის უსაფრთხოების
სერგეი ბაღაფში რუს მშვიდობისდამცველებს აფხაზეთში ზღვის, ხმელეთის და საჰაერო სივრცის უსაფრთხოების
პასუხისმგებლებად მიიჩნევს. დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების რაოდენობა რუსეთმა მისი თხოვნით გაზარდა, რაც დროული გადაწყვეტილება იყო. ბაღაფშის თქმით, სახმელეთო და საჰაერო სივრცე უკვე დაკეტილია, ამჟამად კი - საზღვაო აკვატორიის უსაფრთხოების ზომები მუშავდება. ,,ჩვენ ვიცით, ვისთან როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს და რუსეთიც ამიტომ ავირჩიეთ” - განაცხადა დღეს სერგეი ბაღაფშმა. რაც შეეხება თბილისთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას, დე-ფაქტო პრეზიდენტმა კვლავ აღნიშნა, რომ მანამდე საქართველომ კოდორის ხეობიდან ყველა სამხედრო უნდა გაიყვანოს