სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი მასზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი მასზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას
კონფლიქტის ზონაში კრიმინალური ელემენტების საქმიანობას უკავშირებს. სანეკოევი მათვე უკავშირებს სოფელ დმენისში მომხდარ აფეთქებასაც და აცხადებს, რომ ,,დილით მომხდარი აფეთქების შედეგად დმენისში მოკლული მილიციის თანამშრომლის საქმეში მონაწილე პირები უნდა გამოვლინდნენ და კანონის შესაბამისად დაისაჯონ, ვინაიდან ეს ადამიანები ცხინვალის ხელისუფლების დაქვემდებარებაში არიან”. დროებითი ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნაღმი, რომელზეც დღეს დილით წვერიახოს შემოვლით გზაზე დიმიტრი სანაკოევის ავტომობილი აფეთქდა, დისტანციური მექანიზმით იმართებოდა.