ხავიერ სოლანამ საქართველოს საგარეო საქმეთა

ხავიერ სოლანამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარში სერიოზული შეშფოთება გამოთქვა
ხავიერ სოლანამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარში სერიოზული შეშფოთება გამოთქვა
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვითარების დაძაბვისა და რუსული საბრძოლო თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის გამო. სოლანამ, რომელიც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ ევროკავშირმა ეს ფაქტი უკვე განიხილა რუსეთის ხელისუფლებასთან და ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.