უკრაინაში ორი აფეთქების შედეგად პარასკევს

უკრაინაში ორი აფეთქების შედეგად პარასკევს 4 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა.
უკრაინაში ორი აფეთქების შედეგად პარასკევს 4 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა.
საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი აფეთქება მოხდა საავადმყოფოს სარდაფში ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში. აფეთქების მიზეზი ჯერ არ არის ცნობილი. მეორე აფეთქების შესახებ კი იუწყებიან კიევის ლითონის გადამამუშავებელი ქარხნიდან. იქ სარემონტო სამუშაოების დროს აფეთქდა ჟანგბადის რამდენიმე კონტეინერი.