თურქეთის პროკურატურის მაღალი რანგის

თურქეთის პროკურატურის მაღალი რანგის
თურქეთის პროკურატურის მაღალი რანგის
წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტერორიზმი ედებათ ბრალად ათეულობით პირს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ისლამისტური ფესვების მქონე მთავრობის დამხობის მიზნით გადატრიალების მომზადებაში.
აიქუთ ჩენგიზის თქმით, ტერორისტული ორგანიზაციის შექნაში ან მის წევრობაში, ასევე არეულობის მოწყობაში მთავრობის დამხობის მიზნით, ბრალი დასდეს 86 პირს. დაპატიმირება მკაცრი ხაზის მომხრე სეკულარისტების და ნაციონალისტურად განწყობილი ჯგუფების საქმის გამოძიების ნაწილია.