ნეპალის პარლამენტში დღეს გაიმართა კენჭისყრა

ნეპალის პარლამენტში დღეს გაიმართა კენჭისყრა სახელმწიფოს პირველი მეთაურის ასარჩევად
ნეპალის პარლამენტში დღეს გაიმართა კენჭისყრა სახელმწიფოს პირველი მეთაურის ასარჩევად
ინდუისტური მონარქიის გაუქმების შემდეგ. ნეპალის ტელევიზიის ცნობით, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა საჭირო რაოდენობის ხმები. ის გარემოება, რომ ვერ მოხერხდა პრეზიდენტის არჩევა, დომინანტ პოლიტიკურ ძალას, მაოისტებს ხელს უშლის მთავრობის შექმნაში. მაოისტები მხარს უჭერენ რამრაჯა პრასან სიგჰს, რომელიც ორი ათეული წლის წინ დააპატიმრეს პარლამენტისა და სამეფო სასახლისთვის ბომბების სროლისთვის.