რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეარბილა ადრე გამოთქმული კრიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეარბილა ადრე გამოთქმული კრიტიკა
გერმანიის გეგმის მიმართ, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას ისახავს მიზნად. მან თქვა, რომ გეგმა იძლევა პოტენციურ ბაზას ჩიხიდან გამოსასვლელად. ლავროვმა თავის გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან მოსკოვში შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ინიციატივა უკიდურესად სასარგებლოა კომპრომისების გამოსაძებნად და კრიზისიდან გამოსასვლელად. მანამდე ლავროვმა განაცხადა, გეგმა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ არარეალისტურია ლტოლვილთა დაბრუნების საკითხშიო. საქართველომ უკვე თქვა უარი გერმანიის გეგმის ზოგიერთ ძირითად ელემენტზე. აფხაზეთმა კი გეგმას "მიუღებელი" უწოდა.