ერაყში შეერთებული შტატების ჯარების სარდალი

ერაყში შეერთებული შტატების ჯარების სარდალი დევიდ პეტრეუსი არ გამორიცხავს,
ერაყში შეერთებული შტატების ჯარების სარდალი დევიდ პეტრეუსი არ გამორიცხავს,
რომ "ალ-ყაიდაში" მიმდინარეობს ძალთა გადაჯგუფება და მებრძოლთა ნაწილი ერაყიდან პაკისტანსა და ავღანეთში გადაჰყავთ. "ასეშიეიტედ პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში პეტრეუსმა აღნიშნა, რომ სადაზვერვო მონაცემებით, "ალ-ყაიდამ" შესაძლოა გადახედოს თავის დამოკიდებულებას ერაყის, როგორც მისი მთავარი პრიორიტეტის მიმართ, და ძირითადი ყურადღება გადაიტანოს პაკისტანის საზღვართან მდებარე ავღანეთის ტერიტორიებზე.