გაეროს შიდსთან ბრძოლის სააგენტოს (UNAIDS)

გაეროს შიდსთან ბრძოლის სააგენტოს (UNAIDS) ცნობით,
გაეროს შიდსთან ბრძოლის სააგენტოს (UNAIDS) ცნობით,
შიდსის გლობალური პანდემია სტაბილიზებულია, მას შემდეგ, რაც 27 წლის მანძილზე 25 მილნ-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ სააგენტოს ახალ ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ საჭიროა მეტი დაფინანსება და გარღვევის მიღწევა დაავადების პრევენციის საქმეში, მიღწეული პროგრესის შესანარჩუნებლად. შიდსთან - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომთან - დაკავშირებული დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი შარშან, ზედიზედ მეორე წელი, შემცირდა. 2007 წელს ის, დაახლოებით, 2 მილიონს შეადგენდა, 200 ათასით ნაკლებს 2005 წელთან შედარებით.