ღაზაში პალესტინელების ორ გასამხედროებულ მოძრაობას

ღაზაში პალესტინელების ორ გასამხედროებულ მოძრაობას შორის ძალადობამ
ღაზაში პალესტინელების ორ გასამხედროებულ მოძრაობას შორის ძალადობამ
მოძრაობა "ჰამასის" უშიშროების ძალების, სულ ცოტა, ორი წევრის სიცოცხლე შეიწირა. ისინი მოძრაობა "ფატაჰის" მებრძოლებთან შეტაკებაში დაიღუპნენ. ექიმების ცნობით, დაჭრილია 16 ადამიანი. შეტაკებამ იფეთქა, როცა "ჰამასის" უშიშროების ძალებმა სცადეს დაეპატიმრებინათ 25 ივლისს აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი პირები: აფეთქებას "ჰამასის" 5 წევრისა და ერთი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. "ჰამასი" პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მომხრე "ფატაჰს" აკისრებს აფეთქების პასუხისმგებლობას, რასაც "ფატაჰი" უარყოფს.