საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობას ინტერვენციისაკენ მოუწოდებს

საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობას ინტერვენციისაკენ მოუწოდებს
საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობას ინტერვენციისაკენ მოუწოდებს
რუსეთის ჯარების საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შეჭრასთან დაკავშირებით. მოწოდება გამოითქვა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა და დაჯავშნულმა მანქანებმა აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთეს და სენაკის სამხედრო ბაზა დაიკავეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია სენაკიდან რუსეთის ჯარების ისევ გასვლის შესახებ. იუწყებიან აგრეთვე, რომ რუსეთის ჯარები გორის მისადგომებთან არიან განთავსებული, მათ თვითონ ქალაქი არ დაუკავებიათ.