ნატომ არ დაუშვა რუსეთის ხომალდის

ნატომ არ დაუშვა რუსეთის ხომალდის მონაწილეობა ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე
ნატომ არ დაუშვა რუსეთის ხომალდის მონაწილეობა ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე
მრავალეროვან ანტიტერორისტულ პატრულში - საქართველოში რუსეთის საომარი მოქმედებების საპასუხოდ. შავის ზღვის საპატრულო გემი “ლადნი” უკვე მისული იყო თურქეთის სანაპიროსთან ნატოს ოპერაცია “აქტიურ ძალისხმევაში” მონაწილეობის მისაღებად. გარდა ამისა, აშშ-ის ადმინისტრაცია ბლოკავს ნატო-რუსეთის საბჭოს საგანგებო სხდომას, რომლის გამართვაც რუსეთის მხარემ ორშაბათს მოითხოვა საქართველოში შექმნილი ვითარების განსახილველად. ამის მაგივრად აშშ-მა მოითხოვა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომის გამართვა მომავალ სამშაბათს, რუსეთის მონაწილეობის გარეშე.