თბილისში დევნილებისთვის კარვების ქალაქის მშენებლობა

თბილისში დევნილებისთვის კარვების ქალაქის მშენებლობა დაიწყო
თბილისში დევნილებისთვის კარვების ქალაქის მშენებლობა დაიწყო
კარვების ქალაქი ცხინვალის რეგიონიდან დევნილებისთვის შენდება თბილისის შემოსასვლელში, აეროპორტის მხრიდან. კარვების ქალაქი რძის კომბინატის მახლობლად შენდება, სადაც ელექტროენერგიისა და სხვა კომუნიკაციების გაყვანა თითქმის დასრულებულია. კარვები 600 დევნილსითვის არის განკუთვნილი. კარვებში განთავსებულ დევნილებს საწოლებთან და პირველადი დანიშნულების საგნებთან ერთად თბილი ტანსაცმელიც გადაეცემათ.