რუსეთის ჯარები კვლავაც რჩებიან საქართველოს

რუსეთის ჯარები კვლავაც რჩებიან საქართველოს სეპარატისტული რეგიონების საზღვრებს მიღმა
რუსეთის ჯარები კვლავაც რჩებიან საქართველოს სეპარატისტული რეგიონების საზღვრებს მიღმა
მდებარე, სულ ცოტა, ორ ქალაქში - გორსა და ფოთში. ეს ხდება მიუხედავად რუსეთისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მოწოდებისა, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუს გენერალ-მაიორ ვიაჩესლავ ბორისოვის განცხადებით, მისი ჯარები შაბათამდე ჩააბარებენ გორის კონტროლს საქართველოს პოლიციას. რუსეთი აცხადებს აგრეთვე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მისი ჯარების გადაადგილება არ არღვევს სამშაბათს ხელმოწერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რადგან ეს დოკუმენტი მოსკოვის ძალებს ნებას რთავს, განახორციელონ უსაფრთხოების დამატებითი ზომები საქართველოში უცხოელი მეთვალყურეების ჩასვლამდე.