ცხინვალისკენ მიმავალ რუსეთის ჯარებისა და

ცხინვალისკენ მიმავალ რუსეთის ჯარებისა და საქართველოს პოლიციის წარმომადგენლებს შორის
ცხინვალისკენ მიმავალ რუსეთის ჯარებისა და საქართველოს პოლიციის წარმომადგენლებს შორის
დღეს იგოეთთან ინციდენტი მოხდა. როგორც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რუსეთის ხუთმა ჯავშანტრანსპორტიორმა ქართველ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და საქართველოს პოლიციის მანქანებს გადაუარა. როგორც მან აღნიშნა, არავინ დაშავებულა, თუმცა მანქანები დაზიანდა. უტიაშვილის თქმით, რუსები ცხინვალისკენ მიდიოდნენ.