გორის ქუჩებს უკვე ქართული საპატრულო

გორის ქუჩებს უკვე ქართული საპატრულო პოლიცია აკონტროლებს,
გორის ქუჩებს უკვე ქართული საპატრულო პოლიცია აკონტროლებს,
- ამის შესახებ ჩვენი გორელი კორესპონდენტი იუწყება. მისივე ინფორმაციით, გორში მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობა ბრუნდება. ამ დროისთვის ქალაქის მყუდროებას მხოლოდ საარტილერიო ბაზიდან აფეთქებების ხმა არღვევს. სანამ რუსეთის ჯარისკაცები გორს დატოვებდნენ, საარტილერიო ბაზა დანაღმეს და ახლა სწორედ მისი აფეთქება ხდება. ამ დროისთვის სამხარეო ადმინისტრაციასთან თბილისიდან ჩასული ოთხი სახანძრო მანქანაა მობილიზებული და როდესაც საარტილერიო ბაზაზე სიცოცხლისთვის საშიში ვითარება აღარ იქნება, სახანძრო ბრიგადები ცეცხლის ჩაქრობას შეეცდებიან.