აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან ბარაკ ობამამ
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან ბარაკ ობამამ
ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრა შესთავაზა სენატორს დელავერის შტატიდან ჯო ბაიდენს. ორშაბათს კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში გაიხსნება დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო ყრილობა, რომელზეც დემოკრატები ოფიციალურად წამოაყენებენ თავიანთ კანდიდატებს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტებზე. ყრილობაზე მიწვეულია საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს. დაგეგმილია ბაქრაძის შეხვედრა ბარაკ ობამასთანაც.