შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი საქართველოს,
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი საქართველოს,
უკრაინასა და აზერბაიჯანს მომავალ კვირაში ეწვევა. თეთრი სახლის დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ბუშმა სთხოვა ვიცე-პრეზიდენტს აზერბაიჯანში, საქართველოსა და უკრაინაში გამგზავრება შეერთებული შტატების პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი ინტერესის საკითხებზე სამსჯელოდ. ჩეინი იქნება ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი, რომელიც რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ ეწვევა საქართველოს.