საქართველოში შექმნილ ვითარებაში შეუძლებელია სრულფასოვანი

საქართველოში შექმნილ ვითარებაში შეუძლებელია სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოება,
საქართველოში შექმნილ ვითარებაში შეუძლებელია სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოება,
საქართველოს რესპუბლიკური პარტია" უარს აცხადებს, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს, ასევე, ვაკისა და დიდუბის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრების არჩევნებში მონაწილეობაზე. პარტიაში მიიჩნევენ, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. "არსებობს მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა წამოწევისგან "რესპუბლიკური პარტია" თავს იკავებს რუსეთის ჯერ კიდევ მიმდინარე შეიარაღებული აგრესიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დღემდე მიუღებელი გადაწყვეტილებების გამო. ამ ძირითადი თემების გარეშე კი, სრულფასოვანი საარჩევნო პოლიტიკური დებატების წარმოება შეუძლებელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად ხელისუფლება არაფერს ერიდება ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ პროვოცირებულ სამხედრო ავანტიურაში ჩაბმის ტრაგიკული შედეგების გამარჯვებად წარმოსაჩენად. ამ მიზნით მმართველი პარტიის სრულ კონტროლს არის დაქვემდებარებული ყველა ნაციონალური ტელეარხი და აჭარის ტელევიზია",-აღნიშნულია "რესპუბლიკელების" განცხადებაში.