სერბიის პარლამენტმა დღეს დაამტკიცა რუსეთთან

სერბიის პარლამენტმა დღეს დაამტკიცა რუსეთთან ხელშეკრულება სერბიის გაზის და ნავთობის მრეწველობაში
სერბიის პარლამენტმა დღეს დაამტკიცა რუსეთთან ხელშეკრულება სერბიის გაზის და ნავთობის მრეწველობაში
ინვესტიციის შესახებ. ამ გარიგებით, რუსეთის კომპანია “გაზპრომს” საშუალება ეძლევა გაიყვანოს მილსადენი სამხრეთ სერბიაში, ააგოს გაზის მიწისქვეშა საცავი ჩრდილოეთში, ვოივოდინის პროვინციაში და შეისყიდოს სერბიის სანავთობო მონოპოლისტი კომპანია “ნისი”. ხელშეკრულებას იანვარში მოაწერეს ხელი. მის თანახმად, “გაზპრომი” შეიძენს “ნისის” 51 პროცენტს, 400 მილიონ ევროდ და კომპანიაში ჩადებს 500 მილიონ ევროს.