შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11

შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის მეშვიდე წლისთავს აღნიშნავენ
შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის მეშვიდე წლისთავს აღნიშნავენ
- ტერორისტული თავდასხმების, რომელსაც დაახლოებით 3000 ადამიანი შეეწირა. გარდაცვლილთა პატივსაცემად წუთიერი დუმილი დაიცვეს ნიუ-იორკის დროით ზუსტად დილის 8 საათზე და 46 წუთზე - ეს გახლავთ მომენტი, როდესაც ორიდან პირველი თვითმფრინავი შეეჯახა ვაჭრობის მსოფლიო ცენტრს. დღეს გამართულ სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეობას პრეზიდენტობის კანდიდატები - ჯონ მაკკეინი და ბარაკ ობამაც - მიიღებენ. ნიუ-იორკში და ვაშინგტონში, პენტაგონის შენობაზე გატაცებული თვითმფრინავებით განხორციელებულ თავდასხმებში ბრალი ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ ტერორისტებს ედებათ. თავდასხმელებმა მაშინ მეოთხე თვითმფრინავიც გაიტაცეს, რომელიც პენსილვანიაში ჩამოვარდა.