დღეს ელჩები გაეროსა და ეუთოს

დღეს ელჩები გაეროსა და ეუთოს მისიების და ოპოზიციის
დღეს ელჩები გაეროსა და ეუთოს მისიების და ოპოზიციის
ლიდერებს შეხვდნენ. იაპ დე ჰოოპ სხეფერი იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში, სადაც მის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს ესაუბრა. დღესვე ნატოს გენერალური მდივანი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და შემდეგ გორში გაემგზავრა.
დე ჰოოპ სხეფერი გორის სამხედრო ბაზაზე საბჭოს წევრებთან ერთად მივიდა.
დელეგაციის წევრებმა დღესვე დევნილების დასახლება დაათვალიერეს.
ქართული მხრიდან გორის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე და შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი.