ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს "რესპუბლიკური პარტია" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხედავს
ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს "რესპუბლიკური პარტია" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხედავს
, - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2009 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს. პარტიის ლიდერის თქმით, ეუთო-ს საბოლოო დასკვნა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, უკიდურესად უარყოფითია, ხოლო კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, აგვისტოს მოვლენებია.