ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს

ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
და დაეხმარება მას ეკონომიკურად, განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა ლონდონში ქართველ კოლეგა ლადო გურგენიძესთან შეხვედრის შემდეგ. ლადო გურგენიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელ ვითარებაში მიღებული დახმარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დგას "ეგზისტენციალური გზაჯვარედინის წინაშე - ან შეინარჩუნებს ახალგაზრდა, ლიბერალური, ევროპული დემოკრატიის კურსს განვითარებადი საბაზრო ეკონომიკით, ან დარჩება საბჭოთა წარსულში”.