რუსეთის პრემიერ-მინისტრმა აშშ გააკრიტიკა უუნარობის

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა აშშ გააკრიტიკა უუნარობის გამო, გაუმკლავდეს ამჟამინდელ საფინანსო კრიზისს.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა აშშ გააკრიტიკა უუნარობის გამო, გაუმკლავდეს ამჟამინდელ საფინანსო კრიზისს.
როგორც ვლადიმირ პუტინმა დღეს რუსეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ყველაფერი ცუდი, რაც ახლა ხდება ეკონომიკისა და საფინანსო სფეროებში - შეერთებულ შტატებში დაიწყო. მისივე თქმით, ამჟამად შეერთებულ შტატებს არა აქვს "სათანადო გადაწყვეტილებების" მიღების უნარი. ეს, დასძინა პუტინმა, აჩვენებს უპასუხისმგებლობას მთელი სისტემისა, რომელსაც პრეტენზია აქვს გლობალური ლიდერის როლზე.