ნატოს თავდაცვის მინისტრებმა თავიანთ ჯარებს

ნატოს თავდაცვის მინისტრებმა თავიანთ ჯარებს უფლება მიანიჭეს, ავღანეთში იერიში მიიტანონ ნარკობიზნესის
ნატოს თავდაცვის მინისტრებმა თავიანთ ჯარებს უფლება მიანიჭეს, ავღანეთში იერიში მიიტანონ ნარკობიზნესის
წარმომადგენლებზე, რომელთაც თალიბანის მეამბოხეთა წელიწადში 100 მილიარდი დოლარით დაფინანსებაში ედებათ ბრალი. ნატოს წარმომადგენელმა ჯეიმს აპათურაიმ განაცხადა, რომ ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება ავღანეთში ნატოს ეგიდით მოქმედ საერთაშორისო ძალებს უფლებას ანიჭებს, ავღანეთის მთავრობასთან ერთად იმოქმედოს მეამბოხეთა ხელშემწყობი სტრუქტურების წინააღმდეგ.