რუსეთის სამხედრო ნაწილები კვლავ იმყოფებიან

რუსეთის სამხედრო ნაწილები კვლავ იმყოფებიან ახალგორის რაიონში და საჩხერის რაიონის სოფელ პერევში.
რუსეთის სამხედრო ნაწილები კვლავ იმყოფებიან ახალგორის რაიონში და საჩხერის რაიონის სოფელ პერევში.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, პერევში მყოფი რუსი სამხედროები ამ სოფელს ჯავის რაიონის ტერიტორიად აცხადებენ და მის დატოვებას არ აპირებენ. რაც შეეხება ახალგორს, როგორც კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ეს რაიონი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია, და რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მიერ მიღწეული შეთანხმებები არ ითვალისწინებს რუსეთის ძალების იქიდან გასვლას.