ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში მდებარე

ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში მდებარე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ
ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში მდებარე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ
რუსეთს და საქართველოს მოუწოდა, უზრუნველყონ ყველა ეთნიკური ჯგუფის უსაფრთხოება სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში და მიმდებარე ტერიტორიებზე. რეგიონში რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე საქართველოს მხრიდან შეტანილი სარჩელის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებით, სასამართლომ განაცხადა, რომ საქართველომ და რუსეთმა თავი უნდა შეიკავონ რასობრივი დისკრიმინაციის ნებისმიერი აქტის მხარდაჭერისგან. 15 მოსამართლისგან შემდგარმა ტრიბუნალმა გადაწყვეტილებას შვიდის წინააღმდეგ რვა ხმით დაუჭირა მხარი. მოსკოვი სასამართლოს გადაწყვეტილებას უარყოფს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში წერია: ”ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მცდელობა იმის დასამტკიცებლად, რომ სასამართლოს ამ საქმეში, განხილვის მომავალ სტადიებზე, უფლებამოსილება არ აქვს.”