ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში ორი აფეთქების

ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში ორი აფეთქების
ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში ორი აფეთქების
შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში ორი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. პირველი ბომბი გზის პირას იყო დამონტაჟებული და აფეთქდა, როცა ჩაიარა ავტობუსმა, რომელშიც ერაყის ბინათმშენებლობის სამინისტროს თანამშრომლები ისხდნენ. მეორე ბომბი ტაქსის ქვეშ აფეთქდა.
ამერიკელი სამხედროების ცნობით, ერაყის დასავლეთ ნაწილში სამხედრო ბაზაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა საზღვაო მედესანტე.