რიგაში რუსეთის საელჩომ კატეგორიულად უარყო

რიგაში რუსეთის საელჩომ კატეგორიულად უარყო
რიგაში რუსეთის საელჩომ კატეგორიულად უარყო
ლატვიის ტელევიზიის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საელჩოს მრჩეველი ალექსანდრ ხაპილოვი საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობდა. კვირას ლატვიის ტელეკომპანია TV 3-მა გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ ხაპილოვი, რომელიც 2000-2004 წლებში საქართველოში რუსეთის საელჩოს მეორე მდივანი იყო, მიხეილ სააკაშვილზე თავდამსხმელთა მოძიებით იყო დაკავებული. ამ ინფორმაციის კომენტირებისას სააგენტო რია-ნოვოსტის რიგაში რუსეთის საელჩოში დღეს განუცხადეს, რომ თბილისში ალექსანდრ ხაპილოვის საქმიანობა დიპლომატიურ მოვალეობას არ გასცდენია.