სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ მთავრობაში
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ მთავრობაში
განხორციელებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად მინისტრთა უმრავლესობა შეცვალა. ახალ მთავრობაში პოსტები ვერ შეინარჩუნეს ბორის ჩოჩიევმა, რომელიც ახალი პრემიერ-მინისტრის ასლანბეკ ბულაცევის დანიშვნამდე, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა და წლების განმავლობაში კონფლიქტის თაობაზე მოლაპარაკებებში ცხინვალის წარმომადგენელი იყო; და შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციას სათავეში ჩაუდგა ალექსანდრ ბოლშაკოვი, რომელსაც 2005 წლიდან რუსეთის ულიანოვსკის ოლქში ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა ეკავა და იმავე ოლქში რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. კოკოითიმ კაბინეტი აგვისტოს მოვლენების შემდეგ, 18 აგვისტოს დაითხოვა, რადგან, როგორც მან თავად განმარტა, მთავრობა "კრიზისულ სიტუაციაში ვერ გაუმკლავდა დასახულ ამოცანებს."