გაეროს ჰუმანიტარულმა ბადრაგმა მიაღწია კონგოს

გაეროს ჰუმანიტარულმა ბადრაგმა მიაღწია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ რაიონებს,
გაეროს ჰუმანიტარულმა ბადრაგმა მიაღწია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ რაიონებს,
რომლებსაც ტუტსის ტომის მეამბოხეები აკონტროლებენ.
გაეროს თანამშრომლებმა, რომლებსაც სამშვიდობო ძალების 50 წარმომადგენელი იცავს, უნდა შეაფასონ ვითარება ქალაქ რუტსჰურუს მიდამოებში, სადაც ათიათასობით ლტოლვილი იმყოფება. ისინი წყლის, საკვების, საცხოვრებლისა და სამედიცინო დახმარების მწვავე დეფიციტს განიცდიან.
ჰუმანიტარული უწყებების თანახმად, რეგიონში ვითარება კატასტროფულია. ევროპის კავშირის, შეერთებული შტატებისა და გაეროს წარმომადგენლები აქტიურ საშუამავლო საქმიანობას ეწევიან, რათა მოხერხდეს შეიარაღებული კონფლიქტის შეჩერება.