რუსეთის პრეზიდენტის განცხადება კალინინგრადის ოლქში

რუსეთის პრეზიდენტის განცხადება კალინინგრადის ოლქში "ისკანდერის" სარაკეტო კომპლექსის
რუსეთის პრეზიდენტის განცხადება კალინინგრადის ოლქში "ისკანდერის" სარაკეტო კომპლექსის
შესაძლო განთავსების შესახებ ვაშინგტონის პოზიციას არ შეცვლის - ამის თაობაზე ჟურნალისტებს აცნობა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრაიან უიტმენმა. პრეზიდენტ მედვედევის გუშინდელი განცხადების გამო შეშფოთება გამოხატეს ნატომ და ევროკავშირმა. ევროკომისარ ბენიტა ფერერო-ვალდნერის თქმით, საინტერესოა, რამდენად შეესაბამება მოსკოვის განზრახვა ევროპის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას, რომლის შექმნასაც თავად რუსეთი ითხოვს.