რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ პარლამენტთან

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ პარლამენტთან დღეს გამართული მიტინგი
რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ პარლამენტთან დღეს გამართული მიტინგი
აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, წუთიერი დუმილით დაიწყო. აქციის მონაწილეებისადმი მიმართვისას ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამჟამად საქართველო ორ საფრთხეს - რუსეთს და მიხეილ სააკაშვილს უნდა გაუმკლავდეს. პარლამენტიდან მანიფესტანტები გაემართნენ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისკენ, სადაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ტელეიმედის 23 ნოემბრამდე დაბრუნება მოითხოვეს. ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, დღევანდელი მანიფესტაცია დასაწყისია პერმანენტული საპროტესტო აქციების, რომლის მიზანი ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლაა. არასაპარლამენტო ოპოზიცია გაზაფხულზე ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.