ისრაელი და პალესტინელები აპირებენ სამშვიდობო

ისრაელი და პალესტინელები აპირებენ სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელებას
ისრაელი და პალესტინელები აპირებენ სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელებას
მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევენ სამშვიდობო შეთანხმებას. ამ შინაარსის განცხადება ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ციპი ლივნიმ და პალესტინელების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა გააკეთეს ეგვიპტეში მას შემდეგ, რაც მოლაპარაკება გამართეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში შუამავალი ოთხეულის წარმომადგენლებთან. ოთხეული აერთიანებს შეერთებულ შტატებს, რუსეთს, გაეროსა და ევროკავშირს. თეთრმა სახლმა მიმდინარე კვირაში აღიარა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევს დასახულ მიზანს - ორ თვეში პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ახლო აღმოსავლეთში.