ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში მუნიციპალიტეტის

ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში მუნიციპალიტეტის შენობის ევაკუაცია მოჰყვა
ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში მუნიციპალიტეტის შენობის ევაკუაცია მოჰყვა
მისი აფეთქების მუქარას. ჩვენი რადიოს ჩრდილოკავკასიური რედაქციის ინფორმაციით, უცნობმა პირმა დარეკა ვლადიკავკაზის მერის ოფისში ინფორმაციით, რომ შენობაში ბომბია დამონტაჟებული. ევაკუაციის შემდეგ სამართალდამცავები ბომბის ძებნას შეუდგნენ. ვლადიკავკაზში 6 ნოემბერს 12 ადამიანი დაიღუპა მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად. პოლიცია აფეთქების მოწყობაში ადანაშაულებს თვითმკვლელ თავდამსხმელს, რომლის ვინაობაც ჯერ არ დაუდგენიათ.