აშშ მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა ირანის

აშშ მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა ირანის განცხადებას ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ.
აშშ მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა ირანის განცხადებას ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ.
გამოცდა, აშშ-ის შეფასებით, არ შეესაბამება ირანის საერთაშორისო ვალდებულებებს. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა გორდონ ჯონდროუმ თეირანს მოუწოდა, აღარ გამოსცადოს რაკეტები. მანამდე ირანმა განაცხადა, რომ გამოსცადა "სეჯილის" ტიპის რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსიც 2 000 კილომეტრს უახლოვდება, რაც ნიშნავს, რომ ისრაელსაც წვდება. ირანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი რაკეტები მარტო თავდაცვას ემსახურება.