მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი და განვითარებული

მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი და განვითარებული 20 ქვეყნის ლიდერებმა
მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი და განვითარებული 20 ქვეყნის ლიდერებმა
საფინანსო კრიზისთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. იუწყებიან, რომ ვაშინგტონის შეხვედრის მონაწილეებმა წინსვლას მიაღწიეს ერთიანი შეთანხმების საქმეში. მათ გამოსცეს ერთობლივი კომუნიკე, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ მთავრობები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ იმ ზომებში, რომელიც მსოფლიო საფინანსო სისტემას დაშლისგან გადაარჩენს. მასპინძელმა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ შეხვედრა პროდუქტიული და წარმატებული იყო.