ბარაკ ობამას თანაშემწეების განცხადებით, ის

ბარაკ ობამას თანაშემწეების განცხადებით, ის ემზადება სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჰილარი კლინტონის წარსადგენად.
ბარაკ ობამას თანაშემწეების განცხადებით, ის ემზადება სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჰილარი კლინტონის წარსადგენად.
აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული ობამას გუნდის ერთ-ერთი წევრის განმარტებით, თუ თავი არ იჩინა რაიმე მოულოდნელმა პრობლემებმა, ობამა ჰილარი კლინტონს დაასახელებს ამერიკის საგარეო უწყების მომდევნო ხელმძღვანელად. ეს მომავალ კვირაშია მოსალოდნელი. ბარაკ ობამა 20 იანვარს გახდება აშშ-ის პრეზიდენტი. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჰილარი კლინტონი მისი მთავარი თანაპარტიელი მეტოქე იყო.