ახალგორის რაიონთან გუშინ მომხდარი ინციდენტის

ახალგორის რაიონთან გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა
ახალგორის რაიონთან გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა
გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმად, რუსული საგუშაგოდან სროლის გამო განხორციელდა მიხეილ სააკაშვილისა და პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სასწრაფო ევაკუაცია. პრეზიდენტის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ ახალგორის რაიონში, რომელსაც რუსეთი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაწილს უწოდებს, აგვისტოში ქართველთა ეთნიკური წმენდა განხორციელდა. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიანი შეთანხმების მიუხედავად, ეს ტერიტორია დღესაც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.